LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს სკოლების ირგვლივ უფრო აქტიურ პატრულირებას ახორციელებს – გიორგი გახარია

57

შსს საპატრულო პოლიციის მეშვეობით უფრო აქტიურ პატრულირებას ახორციელებს სკოლების ირგვლივ და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა.

გახარიას თქმით, 5 თებერვალს გაიმართება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს.

შს სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს იმ გეგმას, რაზეც დაპირება გასცა წინა სამწუხარო შემთხვევის დროს. ეს არის ის ჩარჩო, რომელმაც არასრულწლოვანთა დანაშაულის ნაწილში პრევენცია ხარისხობრივად უნდა შეცვალოს. ხოლო კონკრეტულად დღეს რასაც აკეთებს შს სამინისტრო არის ის, რომ საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომელიც მაინც ხდება, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები