LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უწყების 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს

76

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უწყების 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ.

”გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.
აღნიშნული ინფორმაცია სრული სიცრუეა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არ ფიქსირდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც აღნიშნულ პირთან რაიმე სახით შემხებლობა ექნებოდა.

ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.

აქვე განვმარტავთ, რომ პოლიციის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში, ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საკადრო გადაადგილებები პერიოდულად ხორციელდება.

ამასთან, შევნიშნავთ, რომ არც ერთ პირს, ვინც თითქოსდა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით კომენტარს აკეთებს, არანაირი შეხება არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ინფორმაციის გავრცელება, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამოწმების გარეშე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები