LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შთაბეჭდილება რჩება, რომ მარნეულში სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდება – ეკა ბესელია

26

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განცხადებით, საჭიროა, ყველა დამშვიდდეს და დაწყნარდეს, რადგან მას შთაბეჭდილება რჩება, რომ მარნეულში სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდება.

ბესელია თანაგუნდელებთან ერთად, მარნეულის 58-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის მიერ მათი აქტივისტის მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, დაძაბულობის შექმნას ხელს ნუ შეუწყობენ და ადამიანებს დაეხმარონ, რათა მათ ხმა მშვიდ გარემოში მისცენ.

„იმ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, ვინც „ევროპულმა საქართველომ“ გვაჩვენა. ასევე, ჩვენს კანდიდატსაც უნდა დაველაპარაკოთ და რეალურად გავარკვიოთ, რა მოხდა და ეს ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე და სიწყნარე იყოს. დაძაბულობა არავის არ უნდა, პირველ რიგში, ჩვენ. ზედმეტი დაძაბულობა არ გვსურს, რადგან ჩვენს ინტერესებშია არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. ყველას მინდა ვთხოვო, რომ არათუ ხელი არ უნდა შეუწყონ დაძაბულობასა და ასეთი ფაქტების ინსპირირებას, არამედ პირიქით, ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ ხმა მშვიდ გარემოში იმას მისცენ, ვისაც ენდობიან, – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები