LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შტადლერის“ ორსართულიან მატარებლებში ე.წ ვენდინგ აპარატები დამონტაჟდა

311

დღეიდან, საზღვაო კურორტების მიმართულებით მოძრავ, შვეიცარული ფირმის, ,,შტადლერის“ ორსართულიან მატარებლებში, მგზავრებს სხვადასხვა ტიპის საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ.

საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ე.წ ვენდინგ აპარატები ,,შტადლერ ქისის“ მოძრავ ვაგონებში უკვე დაამონტაჟა. კომპანია Azkoyen მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ბაზარზე ლიდერის პოზიციაზეა. სწორედ მისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ე.წ ვენდინგ აპარატები.

რაც შეეხება პროდუქციას, მისით 1 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას საჯარო აუქციონში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან ვენდინგ გრუფი“  მოამარაგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები