LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მორმონია, პორნოგრაფია საზიანოდ გამოცხადდა

82

აშშ-ში, იუტას შტატში ხელისუფლებამ პორნოგრაფია ჯანმრთელობისთვის საზიანოდ გამოაცხადა. გუბერნატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი ოჯახებისა და ახალგაზრდობის გადარჩენაა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კანონპროექტი შტატში, რომლის მაცხოვრებლების  63%-ს მორმონები შეადგენენ, პორნოგრაფიას არ კრძალავს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

პორნოინდუსტრიის ინტერესების დამცველთა ჯგუფმა კი ინიციატივა გააპროტესტა და ახალ კანონს „ძველმოდური მორალი“ უწოდა.

კანონპროექტში წერია,რომ პორნოგრაფია იწვევს სექსუალურ დარღვევებს, განსაკუთრებით მოზარდებში.

რესპუბლიკელმა გუბერნატორმა უკვე მოაწერა ხელი კანონპროექტს, რადგან მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში პორნოგრაფიის გავრცელება და პოპულარობა უკვე შემაშფოთებელია.

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კვლევის თანახმად, პორნოსაიტებს იუტაში აშშ-ს შტატებს შორის ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები