LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მიიღო

61

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „აჭარის წყლის“ სახელზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ განთავსებულ 178.7 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

სემეკის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური „შუახევი ჰესი“, ორი ჰიდროაგრეგატით ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. მათივე ცნობით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 178.72 მგვტ-ია, საპროექტო გამომუშავება – 429 მლნ კვტ/სთ.

„შუახევი ჰესი“ სიმძლავრით, საქართველოში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებში რიგით მეოთხე სადგურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები