LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

107

შუახევში, სოფელ შუბანში, მოზარდი ბიჭის სამძებრო სამუშაოები გუშინ უშედეგოდ დასრულდა. როგორც შუახევის მერმა განაცხადა, მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული.

თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა. მოზარდის სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები