LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

36

შუახევში, სოფელ ფურტიოს ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ქრობის პროცესში ადგილობრივებთან ერთად ხულოს, ქედის და შუახევის მეხანძრე მაშველები არიან ჩართულები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ  ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძარი დაახლოებით სამი ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები