LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახნის მამაკაცმა, წიგნის მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო

243

უბედური შემთხვევა თბილისში. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ წიგნის მაღაზიაში, შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდქესის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ  სოციალურ ქსელში საუბრობენ თვითმხილველებიც. მოქალაქე ნანა ახობაძე, რომელიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა ამბობს, რომ  მამაკაცი 45 წლის წიგნების გამყიდველი იყო.

 

„მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი. დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის. იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა… უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული… ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ… ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს… დღეს, საღამოს მოხდა ეს….” – წერს ნანა აკობიძე.

 

 

https://www.facebook.com/nana.akobidze/posts/10210702394096426

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები