LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შურისმაძიებელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

277

მორიელი

მორიელი ქალი რეიტინგში პირველ ადგილზე დგას. იგი ზუსტად ისე მოგექცევათ, როგორც თავად მოექეცით. არასდროს ეცადოთ მასზე შურისძიებას, რადგან ყოველთვის გამარჯვებული გამოვა. უმჯობესია, მასთან თავაზიანობა გამოიჩინოთ. თუ მორიელი ქალი ვინმემ გააბრაზა ან უსამართლოდ მოექცა, იგი მოწინააღმდეგეს ბრძოლაში გამოიწვევს და მანამ არ დაწყნარდება, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურებს ან შეწყალებას არ სთხოვენ. მისი “ნაკბენი” ხშირად სასიკვდილოა.

კირჩხიბი

შურისმაძიებელ ქალებს მიეკუთვნება კირხიბის ნიშნით დაბადებულებიც. კირჩხიბის შურისძიების გეგმა ყოველთვის წარმატებით სრულდება, რადგან იმპულსურობა არ ახასათებს. რამეს თუ ჩაიფიქრებენ, კარგად აწონ–დაწონიან. ფრთხილად იყავით კირჩხიბ ქალებთან. სუსტი და დეპრესიულები ჩანან, თუმცა მათში ძალიან დიდი ენერგია დევს, რომელმაც თუ გაიღვიძა, გაქცევასაც ვერ მოასწრებთ.

ვერძი

შურისმაძიებელ ქალებში მესამე ადგილზე ვერძია. იგი სიამოვნებით გამოიწვევს ბრძოლაში ყველას, რადგან საკუთარი უპირატესობის ღრმად სჯერა. თუ ვერძ ქალს უღალატეთ, მისგან გადახდილი სამაგიერო ყოველთვის მწარედ გემახსოვრებათ. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, სამაგიეროს გადახდიდან 2 წამში ვერძს აღარაფერი ახსოვს და ისე გააგრძელებს ურთიერთობას, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ზოგადად, ამ ნიშნის წარმომადგენლები ბოღმას გულში ვერ იდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები