LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი მიმდინარეობს

89

საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ქართული ღვინისა და ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, გრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän მჭიდრო თანამშრომლობითა და სსიპ “ღვინის ეროვნული სააგენტოს”, “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაიწყო და 2018 წლის 11 ნოემბერამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შვედეთში მცხოვრებ მოყვარულ მზარეულებს.

აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი გაიმართება 11 სექტემბერს, ნორდიკულ რეგიონში ღვინისა და კვების უმსხვილესი გამოფენის Stockholm Food & Wine ფარგლებში. ფინალში გამარჯვებულს მთავარ პრიზად საქართველოში გასამგზავრებელი საგზური გადაეცემა. შესაბამისად, კონკურსის ორგანიზატორებმა საგამოფენო ცენტის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაცია და ფოტომასალა განათავსეს,რომელიც სსიპ-ის „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ და საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე მომზადდა.

კონკურის ამსახველი ინფორმაცია, შვედურ ენაზე, განთავსებულია ინტერნეტ- გვერდზე http://www.sthlmfoodandwine.se/sveriges-paradratt?sc_lang=sv-se, რომელშიც მითითებულია უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული ვრცელი მასალის ამსახველი მომდევნო გვერდზე გადასასვლელი ბმული:  http://www.sthlmfoodandwine.se/georgien/welcome-to-georgia?sc_lang=sv-se.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები