LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს

35

შვედეთის ქალაქ ერებრუში უცნობმა პირებმა მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

ერებრუს სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, ულფ იაკობსენის, თქმით, მეხანძრეები გამოძახებაზე ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე გავიდნენ, მაგრამ მათი მცდელობების მიუხედავად მეჩეთი მაინც დაიწვა.

ულფ იაკობსენის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული მტკიცებულებები განზრახ მოწყობილ ხანძარზე მიუთითებს, – აღნიშნა ულფ იაკობსენმა.

მეჩეთი 2007 წელს აშენდა და 250 ადამიანს იტევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები