LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იგეგმება

95

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია შვედეთის ელჩს ულრიკ თიდესთრომს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს.

შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე შეხვედრაზე ევროკავშირის წინაშე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

აღინიშნა, რომ შვედეთის მხარე ყურადღებით აკვირდება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და გამოთქვამს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ნარჩენების მართვა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები