LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში, ევროპის უმსხვილეს გამოფენაზე, ქართულ ღვინოს წარადგენენ

105

1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიაში, კერძოდ, ციურიხში,  ევროპის უმსხვილესი ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი გაიმართება.

EXPOVINA ყოველწლიური ღვინის გამოფენაა, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე იმართება.

პირველად EXPOVINA-ს ისტორიაში, საქართველოს  აქვს შესაძლებლობა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა ღვინის ყველაზე პოპულარულ გამოფენაში, სადაც წარმოდგენილია დაახლოებით 4000 ღვინო მთელი მსოფლიოდან.

ყოველწლიურად გამოფენას 65,000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

EXPOVINA-ზე ქართულ ღვინოს საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით წარადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები