LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში ოდრი ჰეპბერნის კაბების გამოფენა გაიხსნება

1629

შვეიცარიაში ოდრი ჰეპბერნის კაბების გამოფენა გაიხსნება. უნიკალური ექსპოზიცია ლოზანაში, ჟენევის ტბის სიახლოვეს განთავსდება და მასზე მისულ დამთვალიერებელს ოსკაროსანი მსახიობის 50-მდე კაბის, აქსესუარებისა და ქუდების ნახვის საშუალება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ოდრის კაბები ლეგენდარულ დიზაინერს – ჰუბერ დე ჟივანშის ეკუთვნის და მისი შემოქმედების ნახვის საშუალება საზოგადოებას არც თუ ხშირად აქვს ხოლმე. მოდელიერი გამოფენებზე წლების განმავლობაში სასტიკ უარს აცხადებდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ასეთი პატივის ღირსი მხოლოდ მისი მასწავლებელი ბალენსიაგა იყო.

რაც შეეხება ლოზანას გამოფენას, ის 20 მაისს გაიხსნება და 17 სექტემბრამდე გასტანს,  ვიზიტორები კი ოდრისა და ჰუბერის მეგობრობის შესახებ უფრო მეტს გაიგებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები