LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის იტალიურ რეგიონს საკუთარი ვალუტა შემოაქვს

179

შვეიცარიის ერთ-ერთ კანტონს ამიერიდან თავისი ვალუტა ექნება. ტიჩინო არის ერთადერთი ადმინისტრაციული ერთეული, რომლის ოფიციალური ენაც იტალიურია და დღემდე გარკვეულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, დასახლებამ გადაწყვიტა რომ შეექმნა ფულის ერთეული, რომელიც მხოლოდ ვირტუალური იქნება.

„ტიჩინოკოინი“ ბიტკოინის ანალოგიურია და მისი დანიშნულება რეგიონის ეკონომიკის განვითარებაა. ახალი ვალუტა ტრანზაქციებს ბევრად უფრო ღიას, მარტივსა და იაფს გახდის, შესაბამისად, ადგილობრივებსა თუ ქვეყნის სტუმრებს ცხოვრებას გაუადვილებს. აღსანიშნავია, რომ „ტიჩინოკოინმა“ საცდელი ტესტირება უკვე გაიარა და ბრუნვაში ძალიან მალე ჩაეშვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები