LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, ბევრი შვეიცარელი ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ

131

მინდა მოგილოცოთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ და თქვენი მთავრობის წევრებს, ქვეყნის განვითარება, – ასე მიმართა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში სიტუაცია გაუმჯობესებულია და შვეიცარია ამით მოხარულია. მისივე თქმით, მხარეებს შორის მოსალოდნელია ურთიერთობების გაღრმავება ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ეკონომიკა და ენერგეტიკა.

„ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხანია არსებობს და სტაბილურია, თუმცა ეს გაიზრდება სამომავლოდ – მომავალი წლის დასაწყისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ამოქმედდება და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი შვეიცარელი ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ, რათა კიდევ უფრო აითვისონ ქართული ბაზარი. დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ჩვენ თანამშრომლობის სხვა პერსპექტივებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, სამთო ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სადაც უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა. ჩვენ ენერგეტიკის სფეროზეც ვისაუბრებთ. ვფიქრობთ, ეს არის სფეროები, სადაც ჩვენ გვაქვს წინსვლა“, – აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები