LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდ და მეტშვილიან ოჯახებს „მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელს“ გადასცემენ

121

100 ოჯახს, ვისაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის კურთხევით, სპეციალური სიგელები გადაეცემათ.

საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოჯახებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დალოცავს. სასულიერო პირები კი მათ „მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელს“ გადასცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები