LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდადგილიანი მე-5 თაობის დისქავერი საქართველოში შემოდის

135

მსოფლიოში საუკეთესო ოჯახის ყველგანმავალი, შეუდარებელი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიის მქონე ავტომობილი, საქართველოში შემოდის. 16 მაისს “ჯი თი მოტორსი”, Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიური დილერი საქართველოში, ბაზარზე წარადგენს სრული ზომის, შვიდადგილიან მე-5 თაობის დისქავერს.

პრეზენტაცია გაიმართება ლისის ტბაზე, სადაც გამოყენებული იქნება უგზოობის ბარიერები, ავტომობილის შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ.

როგორც ”ფორტუნას” ”ჯი თი მოტორსიდან” აცნობეს, ახალი ქროსოვერი რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა:

• არის უსაზღვროდ სასურველი, შეუდარებელი შესაძლებლობებებისა და ტექნოლოგიის მქონე ავტომობილი;
• მისი ინტერიერი, მოქნილი სივრცით, უზრუნველყოფს დასაჯდომ ადგილებს შვიდი ზრდასრულისთვის;
• ავტომობილის არქიტექტურა უზრუნველყოფს ყველგანმავლის მსოფლიოში საუკეთესო პოტენციალს;
• ალუმინის მსუბუქი კონსტრუქცია ზოგავს 480 კგ-ს;
• ავტომობილის ფასი იწყება 54.890 ევროდან.

• ახალი Land Rover დისქავერი არის სრული ზომის, სამ რიგიანი და შვიდ ადგილიანი საუკეთესო საოჯახო ავტომობილი მსოფლიოში, ის შთააგონებს ”ლენდ როვერს” გასცდეს ყველა ზღვარს, ბრიტანული ცდუნებისა და თავგადასავლებისადმი სწრაფვის დაუოკებელი სულისკვეთების კომბინაციის წყალობით.

როგორც კომპანიაში ამბობენ, შვიდი პრინციპი განსაზღვრავს დისქავერის არსს და წარმოადგენს წარმმართველ მიდგომებს მისი შექმნის პროცესში:
1. ბრწყინვალე შვიდეული: თითოეული ადგილი საუკეთესოა სახლში
• ინტერიერი მოქნილი სივრცით უზრუნველყოფს შვიდ სრული ზომის ადგილს ზრდასრულთათვის,

2. ოჯახის განსაკუთრებით საყვარელი წევრი: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში თქვენ უსაფრთხოდ ხართ
• ნახევრად ავტონომიური უსაფრთხოების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ოჯახის გონებრივ სიმშვიდეს
• პრემიუმ ხარისხის ინტერიერი წარმოადგენს დახვეწილი დიზაინის კომბინაციას გამძლე, მაღალი ხარისხის მასალასა და სივრცეს მთელი ოჯახისთვის

3. მთაგორიანი რელიეფის მეფე: შეუპოვარი ყველა ზედაპირზე, ყველა რელიეფსა და ნებისმიერ ამინდში
• Land Rover-ის სრულ განზომილებიანი ყველგანმავალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს მსოფლიოში საუკეთესო შესაძლებლობებს ნებისმიერი რელიეფის პირობებში
• მსუბუქწონიანი ალუმინის კონსტრუქცია ზოგავს 480 კგ-ს,
• ბუქსირის მეფე: კლასში საუკეთესო 3,500კგ ბუქსირის სიმძლავრით** და ნახევრად ავტონომიური დამატებითი ბუქსირის დახმარება თავიდან აგარიდებთ სტრესს რთული უკუსვლის მანევრირებისგან
4. ბრიტანული კრეატიულობა: დაპროექტებულია ხიბლითა და დახვეწილობით, რომელიც მსოფლიოში ყველას უყვარს
• დიზაინი ინარჩუენბს დისქავერის ოჯახის ძირითად ნიშნებს, დამატებით სძენს მას ოპტიმიზირებულ პროპორციებსა და დახვეწილ ზედაპირს

5. შესანახი სათავსოსადმი მისწრაფება: აღმოაჩინეთ სივრცე ყველაფრისთვის
• სივრცე 2,500-ლიტრამდე ტვირთისთვის და გონივრული შესანახი სივრცე 21-ე საუკუნის ოჯახის ძირითადი საჭიროებებისთვის

6. აკავშირებს ყველა თაობას: გენიალური ფუნქციები, რომლებიც ამარტივებენ ცხოვრებას
• ციფრული დისქავერი აღჭურივილია ცხრაზე მეტი USB პორტით და ექვსი 12 ვოლტიანი წერტილით
7. გზის დასასრულს: გადაშენების პირას მყოფ ჰაბიტატებსა და დაუცველ ადამიანიებზე მუშაობას
• სრულიად ახალი დისქავერი გააგრძელებს Land Rover-ის საქმიანობას, ჰუმანიტარული დახმარების და კონსერვაციის პროექტებში მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით

”ყოველდღიური გამოგონებები დისქავერის უმთავრესი მახასიათებელია ბოლო 27 წლის გამავლობაში. სრულიად ახალი დისქავერი წარმოადგენს კბილანებიდან კოდებამდე ტრანსპორმაციის ილუსტრაციას და ჰყავს 1.2 მილიონამდე მომხმარებლი მოგზაურობის თითქმის ყველა ნაბიჯზე. მეხუთე თაობის მოდელს შეთავსებული აქვს Land Rover-ის ძლიერი, უსაფრთხო და მსუბუქი სრულ განზომილებიანი ჯიპის წყობა, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტსა და ადაპტაციას სხვა ყველა ავტომობილზე უკეთ.

სრულიად ახალი დისქავერი ციფრული პერიოდის ავტომობილია. გონივრული ტექნოლოგია თქვენი ოჯახის უსაფრთხოებას, ურთიერთკავშირს და საიმედოობას უზრუნველყოფს ყველა ზედაპირზე, ყველა რელიეფსა და ნებისმიერი ამინდის პირობებში; გარანტირებულია ამ ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე დაუბრკოლებელი მგზავრობა. სრულიად ახალი დისქავერი ინარჩუენებს ცნობილი Land Rover-ის ყველგანმავლის შესაძლებლობებს უგზოობის გეომეტრიის და მოწინავე ტექნოლოგიების შესანიშნავი კომბინაციის წყალობით, ამასთან უმჯობესდება მისი ყოველდღიური გამოყენებადობა”, – აცხადებენ ”ჯი თი მოტორსში”.

ჯერი მაკგოვერნი, Land Rover-ის მთავარი დიზაინერი ამბობს: “სრულიად ახალი დისქავერი ახდენს დიდი ჯიპების გარდასახვას. Land Rover-ის საპროექტო და საინჟინრო ჯგუფებმა რევოლუცია მოახდინეს დისქავერის დნმ-ში და შექმნეს უსაზღვროდ სასურველი, საოცრად მრავალფეროვანი და დიდი შესაძლებლობების პრემიუმ კლასის ყველგანმავალი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რადიკალური გარდასახვა დიზაინის კუთხით დისქავერის ოჯახს შესძენს ახალი მომხმარებლების ფართო სპექტრს.

დიზაინი ქმნის ემოციურ კავშირს მომხმარებელსა და ავტომობილს შორის. ჩვენი მკაფიო დიზაინერული სტრატეგია გულისმოხბს იმას, რომ ჩვენი ავტომანქანები ადვილად ცნობადია და მასში ის ღირებულებებია გაცოცხლებული, რომელიც ძვირფასია Land Rover-ის მომხმარებლისთვის. სრულიად ახალი დისქავერი გამოირჩევა უნაკლო ხმით და პროპორციებით, დახვეწილი ზედაპირითა და ზუსტი დეტალებით, რომლებიც ლამაზად ერწყმის საინჟინრო მთლიანობას და ქმნის პრემიუმ კლასის ჯიპს, რომელიც ადვილად მოხიბლავს თანამედროვე მომხმარებელს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები