LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი მინიშნება, რომ იდეალურ პარტნიორს შეხვდით

199

შუძლებელია ერთი ნახვით მიხვდე ვისთან გაქვს საქმე – ოცნების მამაკაცთან თუ „მორიგ გაუგებრობასთან“, რომელთან არც ღირს დროის დაკარგვა. საინტერესოა, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ იდეალურ პარტნიორს შევხვდით.

მასთან კომფორტულად გრძნოთ თავს – თუ მამაკაცი არასდროს გისვამთ უხერხულ შეკითხვებს და არ გაიძულებთ აკეთოთ ის, რაც არ გინდათ, თუ მშვიდად ხარ მასთან, დაცულად გრძნობთ თავს და არაფერი გაშინებთ – ე.ი. ის იდეალური მამაკაცია!

თქვენი გახალისება შეუძლია – ღიმილი მის ხუმრობაზე – კარგი ნიშანია. მთავარია, ღიმილი გულწრფელი იყოს  და არა ყალბი. იმ შემთხვევაში კი, თუ მისი ისტორიები მოსაბეზრებელია, ხუმრობაზე კი, პირველი თვითონ იცინის, დროა დაემშვიდობოთ, რადგან ძალიან რთულია იმ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა, რომელსაც განსხვავებული იუმორის გრძნობა აქვს.

საერთო ინტერესები – ჰობი, შეხედულება ცხოვრებაზე, პოლიტიკური პოზიცია – ბევრად მარტივია ურთიერთობა, როცა საბაზისო ფასეულობები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთგაგების პოვნა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყოველთვის ერთნაირად ფიქრობდეთ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა თქმა: „ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო!“

ინტერესდება თქვენი ცხოვრებით – თუ უამრავ შკითხვას გისვამთ და ყურადღებით გისმენთ, ინტერესდება როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ და ხშირად გაძლევთ რჩევებს, ე.ი. ის მართლაც თქვენი ცხოვრებით ცხოვრობს და ასეთი მამაკაცის გვერდით არასდროს იგრძნობთ თავს მარტოდ.

აღარ გაინტერესებთ სხვა მამაკაცები – თუ მხოლოდ ერთი ადამიანით ხართ გატაცებულლი და მხოლოდ მის გვერდით გინდათ ყოფნა, თუ ვეღარ ამჩნევთ სიმპათიურ მამაკაცებს და აღარ ამყარებთ იმედს მარტოხელა კარის მეზობელზე – ე.ი. მართლაც თქვენს მამაკაცს შეხვდით!

დაფასება და პატივისცემა – რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა პატივს გცემთ და გაფასებთ, გარშემომყოფები კი, აღფრთოვანებული არიან მისი გალანტურობით, თუმცა ასე, მხოლოდ შეყვარებული მამაკაცები იქცევიან და თუ მიაგენით ასეთს, ეცადეთ ხელიდან აღარ გაუშვათ.

ოჯახის შექმნის სურვილი – ნებისმიერი ქალი ბავშვობიდან ოცნებობს ღირსეულ მამაკაცთან ოჯახის შექმნაზე და თუ პარტნიორის შემხედვარე, უნებლიეთ იწყებთ ფიქრს როგორი მამა და მეუღლე იქნება, ე.ი. თქვენს წინაშე მართლაც ღირსეული „ეგზემპლარია“ და თამამად შეგიძლიათ სწორედ მასთან ერთად დაგეგმოთ მომავალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები