შვიდი პრაქტიკული რჩევა: როგორ მოვაწონოთ თავი უცნობს პირველივე წამებში

158

როგორც აღმოჩნდა, გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არა ადამიანი, გაცნობიდან რამდენიმე წამში ვიღებთ. გამომდინარე აქედან, მორცხვი და საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული ადამიანებისთვის ახალი ნაცნობობის გაბმა გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. გთავაზობთ შვიდ პრაქტიკულ რჩევას, რათა ნაცნობობა პირველივე წამებიდანვე წარმატებულად წარიმართოს.

 

* თვალებში ყურება

ურთიერთობა მეტწილად არავერბალურად ხდება, თვალებში ყურება კი, დადებითი შთაბეჭდილების მოხდენის საუკეთესო საშუალებაა, რადგან ასეთი მზერა ნდობისა და გულწრფელობის უნივერსალური სიგნალია.

16361965-c1cc9fb25a1-1470810293-650-1a267c0b97-1470918691

* გულწრფელი ღიმილი

ბევრად მარტივად შეძლებთ ახალი ადამიანების გაცნობას, თუ თქვენი ღიმილი გულწრფელი იქნება, რადგან სიმპათია ადამიანების მიმართ მაშინ ჩნდება, როცა ისინი პოზიტიურ გრძნობებს და ემოციებს იწვევენ სხვებში.

16362015-burn-after-reading-2008-1470810378-650-6a64b3d6ae-1470918691

* მისალმება

შემთხვევითი ფრაზით დაწყებული საუბარი, როგორც წესი ადამიანებს აბნევს, ამიტომ არასდროს დაგავიწყდეთ მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა. ნურასდროს მოგერიდებათ პირველი მიესალმოთ უცნობს, რადგან სალამი წარმატებული ნაცნობობის ყველაზე მარტივი კომპონენტია, რომელიც ბევრს ავიწყდება.

16361915-download-1470817424-650-988a91e7eb-1470918691

* თვითრწმენა და გულწრფელობა

ჩვენი სხეული საკმაოდ დიდ ინფორმაციას იძლევა ჩვენზე, ამიტომ საჭირო შთაბეჭდილების მოსახდენად გამოიყენეთ ე.წ. ”სხეულის ენა”.

დაძლიეთ დაძაბულობა და მოეშვით, რადან მოდუნებული პოზა ყოველთვის თავდაჯერებულობის და სითამამის მანიშნებელია.

16362165-007-1470815514-650-29277ee012-1470918691

* ინტერესის გამოვლენა

გულწრფელი ინტერესის გამოსავლენად ოდნავ წინ წამოიწით და დარწმუნებული იყავით, რომ ამგვარი ჟესტი არასდროს დარჩება შეუმჩნეველი.

16362115-ziel-klar-verfehlt-die-absurdesten-filmkritiken-66069-1470818396-650-d2cc8f4ff0-1470918691

* ყურადღებით მოსმენა

კლასიკური შეცდომა ნაცნობობის დროს საკუთარ თავზე გაუთავებელი ლაპარაკია. ადამიანებს სიმპათია მათ მიმართ უჩნდებათ, ვის დაინტერესებასაც ახერხებენ, ამიტომ მიეცით მოსაუბრეს საშუალება ისაუბროს, მერე კი დაუსვით რამდენიმე შეკითხვა, რაც დაგეხმარებათ მის უკეთ გაცნობაში.

16361815-kinopoiskru-_28500_29-Days-of-Summer-1021462-1470816358-650-a78dd12ab6-1470918691

* პოზიტივი

პოზიტიური ემოციები გადამდებია, ამიტომ ადამიანები მათკენ ისწრაფვიან, ვინც კარგ განწყობაზე აყენებთ. თუ გინდათ თავი მოაწონოთ მოსაუბრეს, მოერიდეთ წუწუნს და ნეგატიური ემოციების გამოხატვას, ახალი ნაცნობი მხოლოდ თქვენს პოზიტივს დაიმახსოვრებს და ყოველთვის ექნება ურთიერთობის გაგრძელების სურვილი.

16361765-ljubav-1470815451-650-6e85e1fac5-1470918691

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები