LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შვიდი საათი ვიყავი გამოკითხვაზე პოლიციაში” – ინგა გრიგოლია

84

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ, მან გაასაჯაროვა ფაქტი, რომ წლებია ერთი მამაკაცი ემუქრება და აშანტაჟებს.

გრიგოლიას  უნდა, რომ დამნაშავე დაისაჯოს.

“შვიდი საათი ვიყავი გამოკითხვაზე პოლიციაში. ძალიან მძიმეა და სტრესულია ეს ყველაფერი,მაგრამ სხვა რა გზაა.

მინდა რომ ციხეში წავიდეს დამნაშავე, რომელიც რამდენიმე წელია არანორმალურ ფსიქოლოგიურ წნეხში მაცხოვრებს და იმედი მაქვს, ამჯერად მაინც დაისჯება სათანადოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს. მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მამხნევებთ და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი საფრთხეები.

მადლობა, მეგობრებო! აქამდეც სულ ვაშუქებდი და ამიერიდან კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებ ქალთა უფლებებს, ქალებზე ძალადობას და წნეხს…მათ კი,ვინც სასწაული კომენტარები მიწერა და ღლიცინი დაიწყო ჩემს პრობლემაზე,ერთადერთს ვეტყვი – ნუ იქნებით დარწმუნებულები, რომ თქვენც არ შეგეხებათ ძალადობა.ცხოვრების კანონზომიერებაა ასეთი,ბუმერანგია ცხოვრება.

ადამიანი,რომელიც მსხვერპლს დასცინის ან აბუჩად იგდებს, რომელიც მსხვერპლს თავის მართლების რეჟიმში აყენებს, მინიმუმ ძალიან ცუდი ადამიანია. დანარჩენს თქვენივე ცხოვრება გასწავლით. მშვიდობა გქონდეთ და კიდევ ერთხელ,ბევრი მადლობა ყველას, ვინც მამხნევებთ”, – წერს ინგა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები