LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი შვილი: რონალდოს შვილმა და-ძმები შეუკვეთა

784

კრიშტიანო რონალდოს უკვე სამი შვილი ჰყავს: უფროსი 7 წლის კრიშტიანო რონალდო-უმცროსი და 2 თვის ტყუპები – ევა და მატეო. სამივე მათგანი სუროგატი დედისგან დაიბადა. ორსულად არის რონალდოს მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესიც. მისი წყალობით, ფეხბურთელი მალე ოთხშვილიანი მამა იქნება, თუმცა სპორტსმენი ამაზე შეჩერებას არ პირებს.

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა განაცხადა, რომ უფროს ვაჟიშვილს ექვსი და-ძმა სურს, რათა ბავშვების რაოდენობა სახლში 7 იყოს, ეს კი სიმბოლური ციფრია – სწორედ ის არის რონალდოს სპორტული ბრენდის CR7-ის ერთ-ერთი სიმბოლო. ისედაც, როგორც იცით, კრიშტიანო 7 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

„ჩვენთვის 7 ჯადოსნური ციფრია და სწორედ 7 და-ძმა უნდა ჩემს შვილს. ვფიქრობ, ძალიან კარგი იდეაა“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები