LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილის დაბადების შემდეგ ედი რედმეინი ცოლთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

254

ოსკაროსანი ედი რედმეინი და მის მეუღლე ჰანა, ქალიშვილის დაბადების შემდეგ, საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ. 5 თვიანი პაუზის შემდეგ მეუღლეები ერთად მივიდნენ ნიუ-იორკში ჰარი პოტერის სპინ-ოფის პრემიერაზე. ფილს „ფანტასტიკური მხეცები და სად ვიპოვოთ ისინი“ მაყურებელი უკვე დიდი ხანია ელის.

ედი რედმეინი წითელ ხალიჩაზე ნაცრისფერი ფერის კუბოკრულ კოსტიუმში გამოჩნდა. ასევე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ჰანაც, რომელიც ვარდისფერი ჰაეროვანი კაბით ბრწყინავდა მეუღლის გვერდით. ცხადია პრემიერას ესწრებოდა „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი და ფილმში მონაწილე სხვა მსახიობებიც.

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 17 ნოემრიდან იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები