LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილმა მშობელს თირკმელი აჩუქა – მამის დღის საუკეთესო საჩუქარი

151

მამის დღეზე, ქალიშვილმა მშობელს ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა – სიცოცხლის მეორე შანსი.

ფლორიდის უნივერსიტეტის მუსიკის ლექტორი, რონალდ კორბინი, თირკმლის ტრანსპლანტაციას სამი წელი ელოდა. 2015 წლიდან ის დიალიზს იტარებდა.

ცოტა ხნის წინ მას ქალიშვილი ქენდისი, სასიამოვნო სიახლით დაეკონტაქტა.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ქენდისმა გადაწყვიტა გაეგო, რამდენად შეიძლებოდა თავად ყოფილიყო მამის დონორი.

“არ ვიცოდი ტესტი რომ გაიკეთა. ის ნიუ იორკში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა: “მამა მე შესაფერისი დონორი ვარ”, – განაცხადა რონალდ კორბინმა WPBF-სთან ინტერვიუში.

რონალდის თქმით, მას არასდროს უთხოვია ქალიშვილისთვის ამის გაკეთება.

ქენდისის თირკმელი მის მამას წარმატებით გადაუნერგეს.

“ეს საოცრებაა. გავაცნობიერე, რომ მან ეს ჩემთვის გააკეთა. ის დიდი გოგო და საოცარი შვილია. ძალიან მიყვარს” ,- განაცხადა რონალდმა.

ოპერაციის შემდეგ, მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს. როგორც რონალდმა თქვა, მან ძალები სწრაფად აღიდგინა, ხოლო ქენდისი ნიუ იურკში, მომღერლის კარიერას უბრუნდება.

“ღმერთს ვუყვარვარ, რომ ცხოვრებაში შენ მყავხარ. მადლობა და მიყვარხარ”, – უთხრა რონალდმა ქალიშვილს.

ცნობისთვის, მამის დღე ამერიკაში ყოველწლიურად, ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები