LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიამაყით ახალციხიდან: ქართული ფრი სარეალიზაციო ქსელში გამოჩნდა

148

საქართველოში იმპორტირებული ”ფრის” ადგილობრივით ჩანაცვლება დაიწყო. კომპანია ”ფრეკოს” მიერ წარმოებული გაყინული კარტოფილი სარეალიზაციო ქსელში გამოჩნდა.
როგორც ”ფორტუნას” ”ფრეკოს” დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, ქართული ფრის ყიდვა მომხმარებელს ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ ”აგროჰაბში” შეუძლია. ამასთან, ”ფრეკოს” პროდუქცია კვების ობიექტებში – რესტორნებსა და კაფეებშიც შედის.

”უკვე აქტიურად დავიწყეთ რეალიზაციის პროცესი და პირველმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება არსებობს და გაყიდვებიც თანდათან იზრდება. ამ დროისთვის ფრი მხოლოდ ერთი შეფუთვით გვაქვს, ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც 2-ნახევარ კილონიანი შეფუთვით გამოდის. 1 კილოგრამი კი 4,80 ლარი ღირს”, – აღნიშნა ქურდაძემ. მისივე ინფორმაციით, 15 თებერვლიდან ”ფრეკოს” პრემიუმ ხარისხის ფრი უკვე კილოიანი შეფუთვებითაც გაიყიდება. ამასთან, მალე ბაზარზე შედარებით დაბალი საფასო კატეგორიის – ფრი სტანდარტიც გამოვა.

როგორც ირაკლი ქურდაძემ განმარტა, ”ფრეკოს” პროდუქციის უპირატესობა იმპორტირებულ ფრისთან შედარებით არის ხარისხი, გემოვნური თვისებები და ასევე ღირებულება.

”როგორც ბაზრის კვლევამ აჩვენა, ამ ეტაპზე საქართველოში ”ფრის” მწარმოებელი კომპანია არ არსებობს. ადრე იყო ასეთი რამდენიმე ე.წ. ”ცეხი”, თუმცა ნედლეულის არ ქონის გამო დაიხურა. ამიტომ, ბაზარზე ადგილობრივი კონკურენტი არ გვყავს. საქართველოში წარმოდგენილი ”ფრის” 100% იმპორტირებულია თურქეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან. ჩვენ სწორედ იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას ვაპირებთ”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ”ფრეკო” საწყის ეტაპზე 100 ტონა პროდუქციას აწარმობს, მომდევნო წლებში კი ეს მოცულობა სამჯერ გაიზრდება. კომპანია სამომავლოდ ნატურალური ჩიფსების გამოშვებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, ”ფრეკოს” ფრის მწარმოებელი ქარხანა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მდებარეობს და ის ოფიციალურად 2017 წლის იანვარში ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. ქარხანაში ჯამში 400 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები