LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიაში მარტო შემსრულებლების შეყვანა ბევრი არაფრის მომტანია – ოთხოზორიას დედა

95

სიაში ისინი მაინც უნდა შეეყვანათ, ვინც ე.წ. საზღვრის წესრიგზე იყვნენ პასუხისმგებელნი – ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საზღვართან რუსი მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“რა თქმა უნდა იმედი მრჩება, რომ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დადგეს იმისი დრო, რომ ადამიანებმა შევასრულოთ ის მოვალეობა, რაც ჩვენ გვაკისრია. ამის იმედი მრჩება, რომ ეს ასე მოხდება. მეორეა კიდევ ის, რომ ამ სიაში მარტო შემსრულებლების შეყვანა მგონი ბევრი არაფრის მომტანია”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

კითხვაზე, ანუ სიაში რუსეთის მოქალაქეებიც უნდა იყვნენ? – პასუხობს: “რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში სულ ცოტა ის პიროვნებები მაინც უნდა იყვნენ შეყვანილი, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელი იყო, რომ წესრიგი ყოფილიყო ე.წ. საზღვარზე. თუ ამბობენ რომ საზღვარი აქვთ ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი. კიდევ ის პროკურორი, ვინც დაჭერილი გაათავისუფლა შიდა პატიმრობიდანაც კი”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები