LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილისა და პოზიტივის კარნავალი

62

მაისში მსოფლიო სიცილის დღე საქართველოშიც აღინიშნება. გასულ წელს ჟურნალისტების ინიციატივით ამ საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა. სიცილის დღე 3 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კოსტიუმირებული, საკარნავალო მსვლელობით მოეწყო. კარნავალი ამჯერად 15 მაისს, კვლავ რუსთაველის გამზირზე გაიმართება. კარნავალის მიზანი საქართველოში პოზიტივის, დადებითი ემოციებისა და სიხარულის გავრცელებაა. ამიტომ „სიცილისა და პოზიტივის“ კარნავალი წელს უფრო მასშტაბური იქნება.

 სიცილის კარნავალზე იხილავთ – ჯამბაზებს, ზღაპრის გმირებს, მუსიკოსებსა და საკარნავალოდ გამოწყობილ ხალხს. ასევე „სიცილის ავტობუსებს“, რომლებიც სიცილის სანაცვლოდ ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან მგზავრებს.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის სიცილის მსოფლიო ლიდერი – მაგნო შავდია, რომელიც  ხალხის განწყობაზე იზრუნებს.

კარნავალს შეუერთდნენ სხვადასხვა სკოლები, უნივერსიტეტები, ცნობილი შოუმენები, მედია საშუალებები, მზადდება სპეციალური ონლაინ-გადაცემები.

თეატრალური უნივერსიტეტის ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები დღესასწაულს  სხვადსხვა საკარნავალო წარმოდგენებით გაალამაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები