LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლის გასახანგრძლივებლად დალიეთ ყავა

42

დღეში სამიდან ხუთ ჭიქამდე ყავის დალევით თქვენ, შესაძლოა, ცხოვრება გაიხანგრძლივოთ, ირწმუნებიან ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერები. ამერიკელი სპეციალისტების თქმით, ნორმალური რაოდენობის ყავის სმა ნაადრევი სიკვდილისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის ორი ტიპისა და პარკინსონის დაავადების რისკს ამცირებს.

კვლევაში მონაწილეობა 208 500-მა ადამიანმა მიიღო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სამიდან ხუთ ჭიქამდე ყავის დალევა დღეში ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ყავაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს ინსულინისადმი რეზისტენტობასაც. ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ აუცილებელია კვლევის გაგრძელება, რათა სურათი უფრო ნათელი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები