LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიცრუე და მორიგი ცილისწამება” – დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მთავრ მოწმეს უპირისპირდება

141

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის მთავრ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ირაკლი მამალაძემ დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე მძიმე სექსუალური ხასიათის დანაშაულში დაადანაშაულა.

„ეს არის მტკნარი სიცრუე და მორიგი ცილისწამება, რომ ის სიბინძურე, რაც აქამდე არსებობდა და რასაც ირაკლი მამალაძე ახორციელებდა თავის ჯგუფთან ერთად, ახლა უნდათ, რომ რაღაცით გადაფარონ. მე პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ცილისწამება და ირაკლი მამალაძეს მოუწევს პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ეს არის ცილისმწამებლური და ამის უამრავი მტკიცებულებაა, რომელიც ჩემს ხელთაა და მას ძალიან მალე მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ბნელეთით არ არის ეს საზოგადოება მოცული და ყველამ ძალიან კარგად იცის, რასთან გვაქვს საქმე. ირაკლი მამალაძე თავისი მოქმედებით წმინდა სინოდის წევრებს და საპატრიარქოს მიზანმიმართულად ძალიან ცუდ დღეში აყენებს,” – განაცხადა რამიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული. მისივე თქმით, დეკანოზი ავიწროებდა არასწრულწლოვანს, რომლის მამამაც დეკაოზს მანქანა დაუწვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები