LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, ცოტა არასწორია – კახა კალაძე

88

“სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი, ცოტა არასწორია,” – ასე უპასუხა კახა კალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურის გამოყენების თაობაზე.

“მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა, უბრალოდ, მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. თუ არსებობს რესურსების გამოყენების  რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, უნდა მოხდეს გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, თუ იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და “ქართულ ოცნებას”, დასაძრახი და სიახლე არაფერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს, თუნდაც, აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ. თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ,” – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები