LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის სახლი იწვის

33

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის, ჯონ უერდმანის სახლი იწვის. ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ადგილზე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან დამხმარე ბრიგადები გამოიძახეს. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო-სამაშველო ერთეული, რომლებიც 140 კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ბიზნესმენი ჯონ უერდმანი ქართული ღვინის წარმოებითაა დაკავებული.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ninutsa.kakhniauri/videos/1059506087401085/?__mref=message_bubble” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები