LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგრილეში ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

262

მართალია, სითბოში და კომფორტში ძილი ყველას გვიყვარს, მაგრამ ამერიკელი მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ჯანსაღი ძილისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 15-დან 20 გრადუსამდეა.

მშვიდი ძილი

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლელვამ დაადგინა, რომ ხშირად, უძილობის მიზეზი ტემტერატურის ცუდი რეგულირებაა, ამიტომ თუ გიჭირთ დაძინება, გამოაღეთ რამდენიმე წუთით ფანჯარა, ჰაერი სწრაფად გაგრილებს ორგანიზმს და ძილიც მშვიდი გექნებათ.

ახალგაზრდობის შენარჩუნება

ოთახში, სადაც ტემპერატურა 20 გრადუსს აღემატება, ფერხდება მელატონინის – ანტიასაკობრივი ჰორმონის გამოყოფას, ამიტომ თუ ახალგაზრდობის შენარჩუნება გსურთ, დაბალ ტემპერატურაში ძილსაც უნდა შეეჩვიოთ.

წონის დაკლება

სხეულის ტემპერატურის კლება ხელს უწყობს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონის შემცირებას, სისტემატური გამოუძინებლობის დროს კი, სტრესი გროვდება, რომლის დაძლევას როგორც წესი საკვების, პირველ რიგში ტკბილეულის ჭარბი მიღებით ვცდილობთ.

მეტაბოლიური დაავადებების განვითარების რისკის შემცირება 

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ძილი ოთახში, სადაც ტემპერატურა არ აღემატება 18 გრადუსს, საგრძნობლად მცირდება დიაბეტის განვითარების რისკი, რადგან სიგრილეში ძილის დროს ორგანიზმი საკმაოდ დიდი რაოდენობით წვავს კალორიებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები