LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკვდილამდე რონალდოზე ვერაფერს გავიგებთ

47

კრიშტიანო რონალდოს პირადი ცხოვრება მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში ანონიმური იქნება. პორტუგალიელის შესახებ სიმართლეს მხოლოდ მისი შვილთაშვილები თუ გაიგებენ.

ფეხბურთელის პირადმა პერსონალმა 2012 წელს კონფიდენციალობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დუმილის დაცვა რონალდოს გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში მოუწევთ. ამ პუნქტის დამრღვევი კი 300 ათასი ევროთი დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის სპორტსმენი ცოტა ხნის წინ მორიგ სკანდალში გაეხვა და გადასახადების დამალვის გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები