LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს: იმქვეყნად რეალის და ბარსას კუბოებით გაგისტუმრებენ (ფოტოები)

126

ესპანეთში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლოგოიანი კუბოების გაკეთება დაიწყეს.

ყველაზე ერთგული ფანებისთვის.

სარიტუალო მომსახურების კომპანია El Ultimo Capricho-მ მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლოგოტიპიანი სასახლეების წარმოების დაწყების შესახებ აცნობა.

„რეალის“ სტადიონის ფორმიანი კუბო Funermostra 2017-ის გამოფენაზე აჩვენეს, სადაც წარმოდგენილია სარიტუალო ბიზნესის უახლესი პროდუქტები და მომსახურება.

„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 3 ივნისს კი „იუვენტუსს“ ეთამაშება ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„ბარსელონამ“ ვერცხლის მედლები მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები