LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკვდილის შემდეგ არა სამოთხეში, არამედ საქართველოში მოხვდები: რას ამბობენ ცნობილი ადამიანები საქართველოზე

1300

მართალია, უცხოელმა ტურისტებმა დიდწილად ახლახან გაიცნეს და შეიყვარეს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თავისი სტუმარ-მასპინძლობით ცნობილმა საქართველომ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გაითქვა სახელი და აღაფრთოვანა ცნობილი ადამიანები.

 

საქართველოს მთავარი მომხიბვლელობა მისი ხალხია, რადგან ქართველების გვერდით ცხოვრება საუკეთესო წამალია მარტოობის, მოწყენილობისა და იმედგაცრუების განსაკურნებლად

ოლივერ უორდროპი
გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში

 

 

ქართველ ხალხს იმის გაცემა უყვარს, რასაც სხვები ცდილობენ წაგართვან

ალექსანდრ დიუმა-უფროსი
ფრანგი მწერალი

 

 

არის ქვეყნები, სადაც ადამიანის სილამაზე არასდროს ითვლება უპირატესობად, რადგან მთელი ერი ლამაზია – სწორედ ასე ამბობენ მოგზაურები ქართველებზე

სტრაბონი
ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი

 

 

საქართველოს – კაცობრიობის კულტურის აკვნის ნახვა, ყოველთვის ჩემს სანუკვარ ოცნებად დარჩება

ვერნერ სიმენსი
კომპანია Siemens-ის დამფუძნებელი

 

 

რატომ ჩამოვედი საქართველოში? – მინდოდა მენახა ის ხალხი, ვისაც ისტორიის განმავლობაში არასდროს ჰქონია სხვისი სიძულვილი

მარგარეტ ტეტჩერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

 

 

რუს ხალხს იმედი აქვს, რომ თუ ზნეობრივად და პატიოსნად იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ არა სამოთხეში, არამედ საქართველოში მოხვდება

ჯონ სტეინბეკი
ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

 

პოპულალურები