LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიკვდილის შემომტანებისთვის კანონი დაუნდობელი იქნება” – გია ვოლსკი

44

“ყველა ადამიანი, ვინც ამ სიკვდილის შემოტანას გადაწყვეტს საქართველოში, უნდა იცოდეს, რომ კანონი მათ მიმართ იქნება დაუნდობელი,“ – განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ. უმრავლესობის წევრმა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ბოლო დროს მომხდარ იმ შემთხვევაზეც ისაუბრა, როდესაც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებისთვის დაკავებულის ძმა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. 

„სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღმოჩნდა ამ დანაშაულებაში ჩართული, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყებისა და სამინისტროს თანამშრომელი იქნება ან თუ საერთოდ არ იქნება დაკავებული სახელმწიფოს სტრუქტურებში,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები