LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილიკონის კუნთებით დაბერილი კლოუნები: დონალდ ტრამპი და სპორტი

46

დონალდ ტრამპის სპორტის საყვარელი სახეობა რესტლინგია.სწორედ ის, სილიკონის კუნთებით დაბერილი კლოუნების შოუ. თავადაც ხშირად წაუყვანია რესტლერ-შოუ და რესტლერის ასოციაციის (WWE) მფლობელ ვინს მაკმენთანაც მეგობრობს. თავად ტრამპი კი ამჟამად გოლფით იქცევს თავს. ბიზნესისთვის ასე ჯობდა, აქ ხომ მსოფლიოს ძლევამოსილი ხალხი ჟღურტულებს.

სხვათა შორის, ტრამპი კლუბის Winged Foot Golf Club წევრია, გოლფის შესახებ ლამაზი საიტიც აქვს და რამდენიმე გოლფ-კურორტს ფლობს (ყველაზე მაგარი შოტლანდიაშია).

69920-zdzlmwm4odbhoa
”მთავარი გაკვეთილი, რაც სპორტიდან გამოვიტანე – უნდა ენდო საკუთარ ინტუიციას” – უთქვამს აშშ-ს ახლგამოჩეკილ პრეზიდენტს, რომლის საყვარელ სპორტში ჩოგბურთი და ბეისბოლიც შედის.

ტრამპი ბავშვობაში ერთ-ერთი საუკეთესო ბეისბოლისტი იყო და უამრავ სიგელსაც მოუყარა თავი.

2015 წლის სექტემბერში ჰოკეის კლუბ ”სირაკუზის” ფინანსურმა დირექტორმა ლედერმანმა ტრამპს შეთავაზა მათი მწვრთნელი გამხდარიყო და პრეზიდენის სავარძლისთვის დევნას შეშვებოდა. ესეც ჰოკეი.

ამერიკული ფეხბურთი

ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, 2014 წელს ”ბუფალო ბილსი” რომ შეეძინა. მაშინ ბიზნესმენმა მილიარდი დოლარი შეთავაზა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტრამპი ევროპულ ფეხბურთზე არ საუბრობს, მაგრამ მის კომპანიასთან თანამშრომლობს კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელმა ნიუ-იორკში Trump Towers-ში ბინა იყიდა.

 

ccubk50w8aa0mno

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები