LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონეთში, სამხედრო პოლიგონზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

183

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში, სამხედრო პოლიგონზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცალკეულ კერებზე შეინიშნება მცირე დაკვამლიანება, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე რამდენიმე ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა რჩება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში სამხედრო პოლიგონზე ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასროლეთის ტერიტორიაზე აუფეთქებელი ჭურვებია, თუმცა ეს არის ტერიტორია, სადაც სამხედრო მოსამსახურეები მუდმივად დისლოცირებული არ არიან.

სამხედროები ამ ტერიტორიით მხოლოდ სამხედრო სწავლებების დროს სარგებლობენ. ამასთან, ტერიტორიაზე შესვლა რიგითი მოქალაქეებისა და ადგილობრივებისთვის აკრძალულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები