LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნის დამარცხების შემდეგ შენონ დოერტი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

209

45 წლის შენონ დოერტი ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა: გასულ კვირას მსახიობი ცხოველთა დაცვის ამერიკული ფონდის ღონისძიებას ესტუმრა, სადაც საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე გადავიტანე, რადგან სიმსივნეს შეუძლია მთლიანად გაგანადგუროთ და გარესამყაროს მოგწყვიტოთ. ამასთან, ამ დროს უჩვეულოდ გეცვლება წარმოდგენა ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე და სამყაროს სრულიად სხვა კუთხით უყურებ“, – განაცხადა დოერტიმ.

ორი წლის მანძილზე, ვარსკვლავი სოციალურ ქსელში საკმაოდ პირადი ხასიათის ფოტოებს  ავრცელებდა, რომლებიც, მისი თქმით, სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის ბრძოლისა და თვითგადარჩენის სტიმული შეიძლება გამხდარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები