LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სასტუმროს ასაშენებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

40

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ და ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები“ 19 მარტს 20 საათზე სპორტის სასახლეში მართავენ საქველმოქმედო კონცერტს „ბერი ანდრიას ფონდის“ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აღნიშნული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო – სასტუმრო ბედნიერი სახლის მშენებლობას.

ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ მიიღებენ სარეაბილიტაციო მომსახურებას. სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე, იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც  ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.

ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მუსიკალური ჯგუფები: ნიაზ დიასამიძე 33ა, ნიკოლშოუ, რეგიონი, Goofy Land, LOUDspeakers, ბანდეროლი, ლევან მასპინძელაშვილი და ბენდი,Windows და სხვ. ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები