LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნით დაავადებული ირაკლი დანელია სრულად გამოჯანმრთელდა!..

80

პატარა ირაკლი დანელია სიმსივნით იყო დაავადებული, მისი მკურნალობისთვის ფული შეგროვდა, ბავშვი ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც თორმეტსაათიანი ოპერაცია გაუკეთდა. როგორც პატარას მამა წერს, ირაკლი სრულად არის გამოჯანმრთელებული.

“სამი თვე გავიდა ირაკლის თორმეტსაათიანი ოპერაციის ჩატარების შემდეგ , MRT-ს სურათმა და კომპლექსურმა გამოკვლევამ იკას ავსტრიელი ნეიროქირურგები სასიამოვნო შოკში ჩააგდო, სიმსივნის კერა საერთოდ გაქრა და შედეგი ოპერაციის შემდგომი არის ბრწყინვალე და ევროპაში უნიკალური. ირაკლის სიცოცხლეს და მის მომავალს ამიერიდან საფრთხე არ ემუქრება.

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც იკას გვერდით დაუდგა გაჭირვების ჟამს და არ დაინანა მისთვის ლოცვა და ფინანსურად გვერდში დგომა. ღმერთი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი და უღრმესი მადლობა ყველა ქართველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩემს მარტვილს, მარტვილის საკრებულოს და გამგეობას, მარტვილის პედაგოგიურ საზოგადოებას თანადგომისათვის და მხარდაჭერისთვის…

უფალი გფარავდეთ თქვენ და მთელს საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი…“, აღნიშნავს ბავშვის მამა.

სოცქსელში წერენ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თუნდა ერთი ლარი უდრის ერთ სიცოცხლეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები