LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდის მიზეზი რეგისტრაციის სისტემაა – დავით სერგეენკო

41

სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2015 წელს სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა შეიცვალა თანამედროვე სისტემით შეიცვალა და ე.წ. „კიბოს რეგისტრი“ დაინერგა.

” თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7.000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12.000-ს უტოლდებოდა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11.000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7.000 არამედ, სამწუხაროდ, 12.000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა. სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა – ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები