LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმწრით გაგისკდება გული ადამიანს, საჭმელი როგორ უნდა შიოდეს ამ ხალხს”

119

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ოჯახის გაუსაძლის პირობებზე წერს.

სინჯიკაშვილი ამბობს, რომ 15 კვადრატულ ოთახში 8 ადამიანს სძინავს, რომელთაც საჭმელი თითქმის არასდროს აქვთ.

ის ოჯახისთვის საჭირო ნივთებს აგროვებს და გეგმავს, რომ ერთი ოთახიც გაუკეთოს, სადაც ცხოვრება შესაძლებელი იქნება.

“ყურადღება! ფოტოზე რომ ხედავთ, ამ საწოლებზე 5 ბავშვს, დედ-მამას და ბებიას სძინავთ. 15 კვადრატულ ოთახში 8 ცხოვრობენ.

თითქმის არასდროს არ აქვთ საჭმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. სოფელი მთაშია და სულ ცივა. დღეს, ორშაბათს, 29 იანვარს, საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე, ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ ავტოსადგომზე შევაგროვებთ ბავშვებისათვის ნივთებს და პროდუქტებს.

ასევე, შეიძლება გავუკეთოთ ერთი ოთახი, სადაც ცხოვრება შესაძლებელი იქნება. ამისთვის გვჭირდება თაბაშირ-მუყაო, იგივე გიფსოკარდონი და მეტლახი. იქნებ ვინმეს გქონდეთ ორსართულიანი საწოლები და ნებისმიერი რამ, რაც გგონიათ რომ გამოადგებათ. ბავშვები არიან 1,3, 10, 12 და 14 წლისები. ხუთივე გოგოა.

საჭმელი როგორ უნდა შიოდეს ამდენ ხალხს, სირცხვილით და სიმწრით გაგისკდება გული ადამიანს რა. დღეს შევაგროვებთ და ხვალ წავუღებთ ყველაფერს, საჩქაროდ არის საქმე.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე, იქნებ ერთი ოთახი გავუკეთოთ რა”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები