LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდი მალიბუს სანაპიროზე ფეშენებელური ვილას ყიდის

99

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი სახლს ყიდიან. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მალიბუს სანაპიროზე მდებარე ფეშენებელური ვილის საწყისი ღირებულება 60 მილიონი დოლარი იქნება. 50 წლის სუპერმოდელმა და მისმა 54 წლის მეუღლემ სახლი გასულ წელს 50 მილიონად შეიძინეს. კომპლექსი რამდენიმე ოთახს, სპას, აუზს, ჩოგბურთის კორტებს, სამ ავტოფარეხს და სტუმრებისთვის განკუთვნილ განცალკევებულ ავტოსადგომს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ცოტა ხნის წინ მექსიკაში მდებარე დასასვენებელი სახლი 100 მილიონ დოლარად გაყიდა. რა გახდა საერთო ქონების მასიურად გაყიდვის მიზეზი, ამაზე ტაბლოიდებს თავისი ვარაუდები აქვთ. სინდი და რენდი კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები