LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდი ოჯახთან ერთად ველურ ბუნებას ესტუმრა

51

სინდი კროუფორდი ოჯახთან ერთად პერუს ესტუმრა. კონტრასტების ქვეყანაში ცნობილი ოჯახი ორი მისიით ჩავიდა: პირველი – დაიპყროს ამაზონის ჯუნგლები და მეორე – გახსნან საათების ბრენდ Omega-ს ახალი ბუტიკი, რომლის სახეც კროუფორდია 20 წლის განმავლობაში.

კროუფორდის ოჯახი შვებულებას ველურ ბუნებაში ხშირად ატარებს. ფოტოებს კი ის „ინსტაგრამზე“ მუდმივად აზიარებს.

„რთულად დასაჯერებელია, რომ სინდისთან ოცი წელია ვთანამშრომლობთ. ის ისეთივე მშვენიერია ახლაც, როგორც ადრე, როდესაც პირველად შევხვდით. ამ დროის განმავლობაში სინდიმ ბრენდის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ჩვენი დიდი ოჯახის ნამდვილი წევრია და ძალიან ვამაყობთ ამით“, – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა, სტივენ ურკჰარტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები