LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდი „ვერსაჩეს“ წითელ კაბაში 27 წლის წინ და ახლა (ფოტო)

832

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში გამართულ კოსტიუმების ყოველწლიურ ცერემონიაზე მთავარი თემა რელიგიის მოდაზე გავლენა იყო.  Met Gala-ზე მოსულ სტუმრებს შორის, ვინც კაბა თემისგან დამოუკიდებლად შეარჩია, სინდი კროუფორდი იყო. ლეგენდარული მოდელი ღონისძიებაზე საყვარელი ბრენდის, „ვერსჩეს“ წითელი ელეგანტური კაბით გამოჩნდა. საინტერესო კი ისაა, რომ სწორედ ასეთივე კაბა სინდის „ოსკარის“ ცერემონიაზე 1991 წელს ეცვა. მაშინ ის წითელ ხალიჩაზე ყოფილ მეუღლესთან, რიჩარდ გირთან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებთ 1999 წელს „ვერსაჩეს“ ცნობილი კაბა  ნიუ-იორკში აუქციონზე 12,650 დოლარად გაიყიდა და თანხა შიდსით დაავადებულთა ფონში გადაირიცხა.

ამჯერად 52 წლის მოდელმა არჩევანი ისევ „ვერსაჩეს“ წითელ კაბაზე გააკეთა, რომელიც საოცრად ჰგავდა „ოსკარების“ ცნობილ კაბას. მიუხედავად იმისა, რომ ძველ და ახალ ფოტოებს შორის სხვაობა 27 წელია, 90-იანი წლების სუპერმოდელი თითქმის არ შეცვლილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები