LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდის ქალიშვილი “მარკ ჯეიკობსის” წვეულების მთავარი გმირი გახდა

70

კაია და პრესლი გერბერები ერთმანეთს თანადგომას სხვადასხვა ღონისძიებებში უცხადებენ. გამონაკლისი არც უკანასკნელი “მარკ ჯეიკობსის” საღამო იყო, რომლის მთავარი გმირიც სწორედ სინდი კროუფორდის 15 წლის ქალიშვილი გახდა.

ღონისძიება ლოს-ანჯელესში 9 მაისს გაიმართა და ის არომატ Daisy-ის მეათე წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის სახეც კაია მიმდინარე წლის აპრილიდან არის.

სპეციალურად ამ დღისთვის კაიამ უპირატესობა ამავე დიზაინერის მოკლე კაბას მიანიჭა, რომელიც მის უნაკლო სხეულს ხაზს უსვამდა. საღამოზე მას ძმა და ცნობილი მშობლები მოგვიანებით შეუერთდნენ, რომლებიც ცდილობენ ოჯახური მთლიანობა ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები