LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპურის პრემიერის ცოლის 11 დოლარიანმა ჩანთამ მსოფლიო აალაპარაკა

117

ლურჯი ჩანთა,  დინოზავრებიანი პრინტით,  რომელიც სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ცოლს, ჰო ჩინგს თეთრ სახლში ვიზიტისას ეჭირა ხელში, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩანთა 11 დოლარი ღირს და დამზადებულია სკოლა „ფათლაითში“,  სადაც აუტისტური სპექტრის მქონე სტუდენტები სწავლობენ.

პრემიერ-მინისტრის ცოლის ჩანთას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მას შემდეგ, რაც გარიკვა, რომ აქსესუარი 19 წლის სიტო შენგ ჯიმ დაამზადა „ფათლაითში“, ჩანთის გაყიდვებმა საოცარ მაჩვენებელს მიაღწია.

სკოლა 4 თვეში 200-მდე ჩანთის გაყიდვას ახერხებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის ცოლის გამოჩენის შემდეგ 200 აქსესუარი ერთი დღის განმავლობაში გაიყიდა.

ჰო ჩინგი ჩანთით თეთრი სახლის საზეიმო ცერემონიალზე გამოჩნდა, სადაც მას და მის ქმარს პრეზიდენტი ობამა და მიშელი დახვდნენ.

_90670336_hi034337277

_90670338_seetoh

_90670342_gettyimages-585206318