LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოდმა მეუფე შიოს სტატუსი დააზუსტა და ის „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ“ განისაზღვრა

98

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა. ამის შესახებ წმინდა სინოდის კრების ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

სინოდის ოქმის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის შესახებ და მოისმინა სინოდის მღვდელმთავართა აზრი.

სინოდის კრებამ დაადგინა: „საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები